ზურაბ ალავიძემ ქ. ვალეს კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
6 ნოემბერი 2017
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე რეგიონებში პროექტების მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგს განაგრძობს. მინისტრი ამჯერად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ქალაქ ვალეში კულტურის სახლის რეაბილიტაცია დაათვალიერა. შენობა, სადაც სხვადასხვა სახელოვნებო ჯგუფი ფუნქციონირებს ათეული წლებია განახლებას საჭიროებდა. პროექტის ფარგლებში კეთდება წყალსადენი სისტემა, გარემონტდება კარ-ფანჯრები, ფასადი და შესრულდება შიდა სარემონტო სამუშაოები. ნოემბრის ბოლოდან განახლებული კულტურის სახლი საზღვრისპირა ქალაქში კულტურულ ცხოვრებას გამოაცოცხლებს და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებს მოემსახურება.